დევნილებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ
"496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს.
ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მსგავსი დადგენილება იქნება, რომელიც დამატებით 500 დევნილს შეეხება.
„წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები, ჩვენ კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
