პატრიარქმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წერილი გაუგზავნა
უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებს და ახლობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახს და ახლობლებს
მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში.
თუმცა, სწორედ ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია.
მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრიგახდა.
ამიტომ გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებით განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.
ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა“- ნათქვამია წერილში.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
