ქართველი კანონიერი ქურდები ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ
რუსული მედიის ცნობით, კანონიერი ქურდები, მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრები 1 ივლისს ანტალიაში შეიკრიბნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა შეხვედრამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს "კრიმინალური სამყაროს ლიდერის" - 67 წლის კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის რეპუტაციას.
მედიის ინფორმაციით, "კანონიერი ქურდების" განხილვის მთავარი თემა იყო კალაშოვის როლი დაურ გუბლიას კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელსაც ტიტული 7 წლით ჩამოერთვა, ხოლო 2013 წელს კვლავ აღუდგა. "კანონიერმა ქურდებმა" ასევე განიხილეს კალაშოვთან დაკავშირებული კონფლიქტი გურამ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოვიჩის“ საქმეზე, რომელიც გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის გარემოცვას დაუპირისპირდა.
შაქრო კალაშოვს "კანონიერი ქურდები" ღალატში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კალაშოვი ცივსისხლიანად აკვირდებოდა დაურ გუბლიას ცემას და კონფლიქტის დროს ცინიკურად იღიმოდა.
"კანონიერი ქურდების" შეკრებას ესწრებოდნენ, აკაკი ლანდია, მერაბ ბახია, ირაკლი ყალიჩავა, ელგუჯა დიღმელაშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი და სხვები.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
