პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისიდან მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, ქუთაისის საგამოცდო ცენტრს ეწვივნენ და აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს.
"დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერ ძალიან კარგად მიმდინარეობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი - ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წამატებები, წარმატებები და წარმატებები", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აბიტურიენტებს.
აბიტურიენტებს წარმატება უსურვა სახელმწიფო რწმუნებულმა.
"წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქუთაისიდან. როგორც ვიცით საერთაშორისო უნივერსიტეტის წელს უკვე სტუდენტების ახალ ნაკადს მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
