ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახელობას მოუწოდებს დაიცვან უსაფრთოების წესები და დაემორჩილონ აკრძალვებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახელობას, დაიცვან უსაფრთოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება. ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივლისამდე, საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში, 7-8 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი, 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი,"-ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
