რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ სავალდებულო კარანტინი
14-დღიანი კარანტინი ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც გავრცელდება, რომლებიც არ ჩამოდიან ხუთი ქვეყნიდან, ვისთანაც საზღვრები გავხსენით.
აქედან გამომდინარე, კარანტინის საკითხის მოქალაქეობასთან დაკავშირება არ არის მართებული,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო საერთო ევროპული შეთანხმების მონაწილეა, რაც მას გარკვეული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს.
„ჩვენ ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებული ვართ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ შესაბამის ევროპულ ქვეყნებს - ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს. თუმცა არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს - მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, ივსება ელექტრონული ფორმა და იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ საქართველოში ჩამოსვლამდე 14 დღის განმავლობაში, იმოგზაურა რომელიმე ქვეყანაში, ვის მიმართაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მან სავალდებულო PCR - ტესტი უნდა გაიაროს, რომლის ღირებულებასაც თავად დაფარავს. აქედან გამომდინარე, კონტროლი განხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრმა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
