შაქარაშვილის დაღუპვის სამი სცენარი - რა ვერსიებზე საუბრობს ჟურნალისტი ვახო სანაია
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მომხდარის სამ შესაძლო ვერსიას აღწერს:
"ექსპერტიზამ დაწერა:
1. ასფიქსია წყალში დახრჩობით
2. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო დაზიანებები
ექსპერტიზამ გვამის წყალში გადაგდება გამორიცხა. რა ვერსიები გამომდინარეობს ამ ორი პუნქტიდან და ინტერპრეტაციის რა საშუალებას იძლევა ეს დასკვნა. განვიხილოთ სამი ვარიანტი:
1. გიორგი შაქარაშვილი გარბოდა, გადავარდა ხევში, თავისით მიიღო დაზიანებები, მას ხევში უკვე არავინ მისდევდა, შემდეგ ჩავიდა წყლამდე, გადადიოდა მეორე ნაპირზე და დაიხრჩო.
2. გიორგი შაქარაშვილმა ეს დაზიანებები მიიღო ადამიანური ზემოქმედებით ანუ მას სცემეს, დაუსხლტა ხელიდან, გაიქცა ხევში, მივიდა წყლამდე, გადადიოდა მეორე ნაპირზე და დაიხრჩო.
3. გიორგი შაქარაშვილს სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს წყალში.
სულ ამ სამი ვერსიის განვითარების საშუალებას ტოვებს ექსპერტიზის დღევანდელი დასკვნა.
1 ვარიანტი: ყველაზე მეტად აძლევს ხელს ბრალდებულებს
2 ვარიანტი: მათ მდგომარეობას ამძიმებს, მაგრამ არც ისე ძალიან, რადგან დაზიანებებს არ გამოუწვებია სიკვდილიო - დაწერა ექსპერტიზამ.
3 ვარიანტი: არის ყველაზე მძიმე ამბავი მათთვის
ასე რომ, ეს დასკვნა ისეთი დოკუმენტია, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. გააჩნია, რას იტყვის დამატებითი ექსპერტიზა სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით - კონკრეტულად რა საგნით შეიძლება, იყოს მიყენებული და ა.შ. და რა ბრალი წავა სასამართლოში.
ეს მსჯელობა ეფუძნება ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც გამორიცხა შაქარაშვილის უკვე გარდაცვლილის მოხვედრა წყალში.
მეორე საკითხია, ვინ ენდობა ან არ ენდობა თავად ამ დასკვნას. სოციალურ ქსელში უკვე არის კამათი და მსჯელობა ნდობის საკითხზეც და ამიტომ აღვნიშნე ეს ფაქტორიც.
მედიისა და მთლიანად საზოგადოების ყურადღებას ამ საქმის მიმართ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა" - წერს ვახო სანაია.
სიახლეები
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
- ,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი
- ,,ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე"- შალვა პაპუაშვილი
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე