"ექვსივემ არკვიოს ერთმანეთში, ვინ მოკლა ბავშვი" - მირიან ნიკოლაძე
ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, რომ დაღუპულის ოჯახს იმ ექვსივე პირის მიმართ აქვს პრეტენზია, რომლებიც "ტოიოტა ქამრიში" ისხდნენ, მათი თანამონაწილეობისა და როლების მიუხედავად.
"ოჯახს აქვს პრეტენზია ექვსივე მათგანის მიმართ და ჩვენი კატეგორიული პოზიციაა, რომ 109-ე მუხლი გამოყენებული იყოს ექვსივე მათგანის მიმართ. გეთანხმებით, რომ დანაშაულში ფუნქციები ნაწილდება ან ვითარებიდან გამომდინარე სპონტანურად ხდება ასეთი გადანაწილება. მაგრამ პრეტენზიები, ექვსივეს მიმართ ოჯახს აქვს თანაბრად. იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც გამოეკიდნენ გიორგის და ესენი იყვნენ, ვინც განაპირობა გიორგის სიკვდილი. ვერსია და მისი გარემოებებით დასაბუთება არის გამოძიების საქმე და მერე მაგ ექვსივემ არკვიონ ერთმანეთში, ვინ მოკლა ბავშვი", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
