"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე
ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, თუმცა „ახალგაზრდებს ბოლომდე ვერ გავწირავთ“.
„ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა? ვიღაცას ხომ ჰქონდა ასეთი აზრი? იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ ამდენი ახალგაზრდა. ამათზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, ბოლომდე ხომ ვერ გავწირავთ. დააშავა? პასუხი უნდა აგოს, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ახალგაზრდებს დღეს ისე არ უნდა ვუძახოთ, რომ გამოვიდნენ და უარესები იყვნენ. ახალგაზრდები არიან ისინიც. იჩხუბეს, დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
