17 ივლისს, სათაფლიაში, პროექტის  "ევროპული არდადეგები"  მეორე ღონისძიება გიმართა

17 ივლისს, სათაფლიაში, პროექტის  "ევროპული არდადეგები"  მეორე ღონისძიება გიმართა. 

პროექტის ფარგლებში წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდების (უფროსი კლასის მოსწავლეები) სათაფლიაში ერთდღიანი სემინარი  ჩაუტარდათ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და ქვეყნის  დასავლური ინტეგრაციის მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე, ამ პროცესის სარგებელზე ესაუბრნენ. ყურადღება გამახვილდა ახალგზარდებისთვის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობებსა და  მათი ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებს აგრეთვე, "საქართველოს ეროვნული პარკების" წარმომადგენლმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა და   სათაფლიის ნაკრძალში ჩაუტარა ექსკურსია. 

 

პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად ახორციელებს და მოიცავს როგორც  საგანმანათლებლო ისე  კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან, ეწვევა მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმს და წინანდალს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

 

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში  ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას

წაკითხვა 481 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.