როგორი ამინიდია მოსალოდნელი საქართველოში
21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
