დღეს, საქართველოში კლიმატის კვირეული დაიწყო
დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული დაიწყო.
კლიმატის კვირეული საქართველოში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia ინიცირებით 2009 წლიდან აღინიშნება. „საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“ ეს გზავნილი აერთიანებს 2020 წლის კლიმატის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.
ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, სენაკში, კლიმატის კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა :
- ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში - ეკო გაკვეთილი;
- აქცია-პერფომანსი - „ერთად კლიმატისთვის“;
- მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“;
- ასფალტზე ხატვა;
- გამწვანების აქცია.
კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდები, კლიმატის კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის, სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდნენ.

საქართველოში „კლიმატის კვირეული 2020“ ტარდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში. ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.

სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
