დღეს, 18:00 საათიდან მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Firstnews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან,"– ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"