საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შეიქმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.
„ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace
ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx
გაცნობებთ, რომ ქ. ვაშინგტონში საარჩევნო უბანი გაიხსნება საელჩოში (1824 R Street, NW, Washington DC 20009). საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება ქ. ნიუ იორკსა და ქ. სან ფრანცისკოში.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უბნები გაიხსნება დილის 08:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე“, – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
