სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღეიდან ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
მინისტრის განმარტებით, ამ სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და არჩევნების დასრულებისას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სწავლა ჩვეულ ფორმტაში გაგრძელდება.
„დღეიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ეს იქნება ერთი კვირის განმავლობაში. აჭარის გარდა ასეთია 1419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული და ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე, რადგანაც დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს, უკვე არჩევნების შემდეგ, ამ სკოლებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და შესაბამისად, შემდეგი კვირის ოთხშაბათს სწავლა განახლდება ამ სკოლებში ჩვეულ ფორმატში,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის