"საქართველოში 38 000-მდე ადამიანია გრიპზე აცრილი, რაც ცოტაა, ვაქცინა არის საკმარისი და ავიცრათ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის 38 000-მდე ადამიანია აცრილი, რაც ცოტაა.

 

გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა აქტიურად ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები.

 

„უკვე თან და თან აცივდა ქვეყანაში, ვირუსების სეზონია, ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ ალბათ მალე გამოჩნდება, თუმცა სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც ეკუთნის, და რის ჯგუფებისთვის ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ავიცრათ. დღევანდელი დღით აცრილია 38 000-მდე ადამიანი ქვეყანაში, ეს ცოტაა, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 235 000 დოზა ვაქცინის ქვეყანაში, აქედან 38 000 უკვე აცრილია. ასევე გატანილი აქვს ჯარს და იცრება ჯარი, იცრება პოლიცია, ჩემი კოლეგები. კარგია, რომ 5 000 დიაბეტიანია აცრილი, დიალიზზე მყოფი 2 400 ადამიანია აცრილი, რაც კარგია, აცრილთა რაოდენობა მოხუცთა ბავშვთა სახლებში უკვე 1000-ია. ჩემი კოლეგები დაახლოებით 13 000-ია აცრილი, მაგრამ ცოტაა, სასურველია, ყველა იქნას აცრილი, რადგან ისინი კოვიდის წინა ხაზზე არიან. მე გითხარით ერთ-ერთი სტატიიდან ამონარიდი შარშანდელი დიდი რეტროსპექტული კვლევის, რომ გრიპზე აცრილებიდან, ვინც კარგად იცავდა გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, გაზაფხულზე თითქოს ნაკლებად დასნებოვდნენ კოვიდით. ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, მაგრამ ფაქტია, რომ გრიპზე თუ აცრილი ხართ, აღარ გვექნება ამ ორი ინფექციის ზედდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 257 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.