წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა იყოს განხილული ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი და აღდგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე, ასევე განხილული უნდა იყოს პატრიარქის განკვეთის საკითხი, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მღვდელმთავარმა, პეტრე ცაავამ „ტვ პირველს“ განუცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
გაზაფხულზე ველოდებით იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტებს, რომლებიც მოგვცემენ კონკრეტულ მიმართულებას, რა კუთხის კვლევები უნდა ჩატარდეს გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან დაკავშირებით, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.
8 თებერვალი წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.