"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას! "- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა დღეს ქვეყნის მეორე ქალაქის, ქუთაისის ქუჩებში.
"პაციენტს აქვს უფლება შეწყვიტოს მკურნალობა, მიუხედავად იმისა, მას ეს სჭირდება თუ არა"- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 731 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღეიდან ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.
