დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 51.7%-ით შემცირდა. თუ 2023 წლის 6 თვეში ევროპის 27 ქვეყანაში თავშესაფარი 12 240-მა ქართველმა მოითხოვა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5 915-მდე შემცირდა.
„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება. ყველა შემომწირველის შემოსავლები მოწმდება და ჯამდება”, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულებაზე საუბრისას განაცხადა.
,,გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას.
91 წლის ასაკში პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით - ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
