აპრილი 18 2022 წაკითხვა 406 ჯერ

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დედაქალაქის მერმა იმ ავტობუსების მარშრუტებიც დაასახელა, რომლებიც მოქალაქეებს 24 და 25 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება.

„მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული და მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და გვიან სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვიზრუნეთ მოსახლეობაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო 24 აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს;

„ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გაიყვანს; ასევე საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან“, – აღნიშნა კალაძემ.

აპრილი 18 2022 წაკითხვა 539 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან სანიკიძე დაინიშნა.

აპრილი 18 2022 წაკითხვა 402 ჯერ

მთავრობამ გასულ კვირას იმუნიზაციის ახალი გეგმა დაამტკიცა - სერიოზულ საკომუნიკაციო კამპანიას განვაახლებთ ყველა დონეზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აპრილი 18 2022 წაკითხვა 428 ჯერ

ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აპრილი 18 2022 წაკითხვა 413 ჯერ

მოგეხსენებათ, წელს ძალიან რთული წელია მთელ მსოფლიოში, არა ერთი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ჯერ იყო პანდემია, მერე ეს ომი, დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ. იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება შევინარჩუნოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

აპრილი 18 2022 წაკითხვა 792 ჯერ

ეკლესია დიდ ორშაბათს სინანულისკენ მოგვიწოდებს - “რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ”.

გვერდი 205 სულ 600
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.