გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 45 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%.
ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი - ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება - ხედვა და შეცნობა ღვთისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი )სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა.
„ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემდეგ, ამერიკის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის - აიცერით, რათა შესაძლოდ, მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამის გაკეთება რეალურია, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.
