Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერ დოზებზე, ასევე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი.
ქუთაისის მერია, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
მერიის განცხადებით, ოქტომბრის თვეში დაგეგმილ კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხა - 35 000 ლარი ბათუმის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
"ვიზიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც ბათუმი და სრულიად საქართველო განიცდის.
სოლიდარობის ნიშნად, ქუთაისის მერია ოქტომბერში დაგეგმილ 4 კულტურულ ღონისძიებას აუქმებს.
თანხა, რომელიც ამ აქტივობებისთვის იყო გამოყოფილი, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება,"- ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
დღეს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დაკრძალავენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 723 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით რთული ვითარებაა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვანია, მშობლების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალის აცრა.
