ოქტომბერი 22 2020 წაკითხვა 937 ჯერ

უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სულ მცირე წელიწადნახევარი საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს.

ოქტომბერი 22 2020 წაკითხვა 703 ჯერ

კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა. ინფიცირებულია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე.

ოქტომბერი 22 2020 წაკითხვა 647 ჯერ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ოქტომბერი 22 2020 წაკითხვა 687 ჯერ

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ოქტომბერი 21 2020 წაკითხვა 472 ჯერ

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა.

ოქტომბერი 21 2020 წაკითხვა 560 ჯერ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დისტანციურად მიმართა.

გვერდი 411 სულ 599
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.