ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები - არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, მიმართოს ზომებს მექსიკიდან მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად. დღეიდან, 5 ივნისიდან, ძალაში შედის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც ზღუდავს თავშესაფრის მიცემას მექსიკიდან არალეგალურად ჩასული პირებისთვის.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდნენ.
"მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს"- პატრიარქი
მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს. შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელიც წიგნის, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას წაიკითხეს.
ქუთაისის “აია არენაზე”, 9 ივნისს, 7-კაცა რაგბიში 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.