“ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, ახლა მნიშვნელოვანია შეუპოვრობა” - ხოშტარია შიმშილობის მე-3 დღეს
"ჩემი მდგომარეობა ნორმალურია. მე ვიცი ჩემი ძალები, მე ვიცი, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ამ მომენტში შეუპოვრობა და ძლიერად ყოფნა, რომ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ არის აქცია 8 საათზე და მე ძალიან მინდა, რომ ეს აქცია იყოს სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ დიახ, ჩვენ ვდგავართ მიუხედავად რეჟიმის შეტევისა. დიახ, ჩვენ ვართ ბევრნი და მეორე - ოპოზიციური ერთობისკენ და შეჯერებისკენ გადადგმული ნაბიჯი. პოლიტიკური ლიდერები წინა ხაზზე იდგებიან და აბსოლუტურად შეუპოვრები იქნებიან ამ ბრძოლაში" - ამბობს შიმშილობის მესამე დღეს ელენე ხოშტარია.
ხოშტარია გასულ ღამეს შეუძლოდ გახდა. რუსთაველზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაუქმდა მისი ხედვის - “არ თანამშრომლობა - როგორ ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს” - პრეზენტაცია, რომელიც გუშინ, 28 ივნისს, 21 საათზე იყო დაგეგმილი.
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი