გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა.
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე, დროებით დაიკეტება ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, ამ მონაკვეთზე აკრძალული იქნება ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკა ეპიდსიტუაციაზე მაღლა დადგა. ამასთან, მისი შეფასებით, ხოლო გასულ წელთან შედარებით სოლიდარობაც ნაკლებია.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 149 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%.
3 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღეა.
ორსულებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ხვალ ან ზეგ მეან-გინეკოლოგთა განახლებული ასოციაცია განახლებულ პროტოკოლს შემოგვთავაზებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.