საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, 26 წლის გოგოს კორონავირუსი ჰქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირიან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და თავშეყრები, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყარო გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს, რეგულაციები კი რომელიც არსებობს მოსახლეობამ უნდა დაიცვას.
3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +16, +21 გრადუსი იქნება.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 ადამიანი.
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.