ოზურგეთში, 64 წლის ქმარმა 60 წლის ცოლს სანადირო თოფით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 3 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
რას უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა პროგრამის არჩევისას? – ამ საკითხთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.