"ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
„ოცნება“ ვიდრე ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, განსხვავებული პოზიციის გამო ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა მთავარია, საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდეს, რომ „ოცნება“ მათ შვილებს მომავალს ართმევს.
„ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ვიდრე „ოცნება“ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან „ოცნებას“ საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო. ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის – განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი „ოცნება“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს. ამიტომაც ახლა მთავარია, საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ „ოცნება“ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს“, – წერს გიორგი გახარია.
სიახლეები
- სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
- დღეს აღდგომაა
- ცნობილია რომელ საათამდე იმუშავებს თბილისის მეტრო აღდგომის დღესასწაულზე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე – სინოპტიკოსების პროგნოზი
- " უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს"
