მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ "ლიგას" პირველი პრემია - ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა - სიმღერისთვის "მწვანე რტოები" (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" (1999), ოქროს დისკი ნომინაცია - წლის საუკეთესო სიმღერა - სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული, "აპრილი" და "დედის ჯერი". 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.
2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
სიახლეები
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 9 პირი
- შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა ან გზის გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება
- “ხალხი ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გაწირეს ეს ხალხი?” - იაგო ხვიჩია
- საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა
- “ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით” - ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე