ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.
მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.
„გრძელდება რეგიონული შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამჯერად ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირადად მივიღოთ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრისგან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას და ყველა იმ ადგილობრივ გამოწვევასა თუ საჭიროებას, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში ვიყოთ ადგილობრივ დონეზე საოლქო სარჩევნო კომისიებთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების ეფექტიანად და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
