“ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში. ერთობა არ არის და ასე არც იკვრება”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი და მისი პარტიის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა განაცხადა.
მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “პრორუსულობის” და “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილება, თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ, მხოლოდ USAID, NED, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციების, სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას თუ შეედრება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
