აპრილი 24 2024 წაკითხვა 279 ჯერ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ინფორმაცია მისმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა: „საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.

 

აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა.

აპრილი 23 2024 წაკითხვა 288 ჯერ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.

აპრილი 23 2024 წაკითხვა 455 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის  დელეგატებს ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი  "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“ და ველნეს სპა ,,Be Healthy დაათვალიერებიეს.

აპრილი 22 2024 წაკითხვა 281 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.

აპრილი 18 2024 წაკითხვა 345 ჯერ

ქუთაისის სპორტის სასახლეში კადეტ მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-13 საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.

აპრილი 18 2024 წაკითხვა 276 ჯერ

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

გვერდი 56 სულ 574
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.