March 8, 2026

იანვარი 16 2019 წაკითხვა 7455 ჯერ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი, - ამის შესახებ  ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

 

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

 

აფეთქება ცოტახნის წინ ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

იანვარი 16 2019 წაკითხვა 1833 ჯერ

2019 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მშვიდობის დარგში საქართველოდან წარდგენილია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ფილოსოფოსი ნიაზ ბოლქვაძე, ნაშრომით - ,,აზროვნების ეკოლოგია-კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება.“

იანვარი 16 2019 წაკითხვა 1253 ჯერ

ქუთაისის მერია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მოქალაქეებს ახალ, ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს.

იანვარი 16 2019 წაკითხვა 1204 ჯერ

ქუთაისის ყინულის მოედნიდან წყალტუბო-ქუთაისის გზამდე, სადაც 15 იანვარს ავტოავარის სამი მოზარდი ემსხვერპლა, სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. 

იანვარი 15 2019 წაკითხვა 7075 ჯერ

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებასთან დაკავშირებულ სიტუაციას და გადმოცემულია ის ძალისხმევა, რასაც რუსეთის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ - რუსეთის ტერიტორიაზე ვირუსის შეღწევის თავიდან აცილების მიზნით.

იანვარი 15 2019 წაკითხვა 2525 ჯერ

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილებიდან ერთი ნიკუშა ჭანტურია, ხოლო მეორე გიორგი ხარატიშვილია, მესამეს ვინაობაც მალე გახდება ცნობილი.

გვერდი 600 სულ 608
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.