ქუთაისის თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გიამართა
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი თეთრ ხიდზე გამართა.
აქციის მონაწილეებმა ხიდის დაზიანებულ ნაწილზე სტიკერები დააკრეს წარწერით - „სახიფათოა“. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს რომ ხიდი მოქალაქეებისთვის სახიფათოა.ისინი ქუთაისის მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომებს პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იღებდეს და არა ისინი.
"ეს არის უპასუხისმგებლობის ზეიმი. ნებისმიერ დროს აქ გადაადგილება, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. ორი კვირა გავიდა რაც მინა დაზიანდა და ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი უსაფრთხოა თუ არა ხიდზე გადაადგილება. მერიამ ხიდის მხოლოდ ერთი მონაკვეთი შემოსაზღვრა, მაშინ, როცა ყველგან, სადაც მინის საფარია, მოძრაობა სახიფათოა. მართლა რომ მოხდეს რამე და ჩავარდეს აქ ადამიანი, მერე რა იქნება? ჩავარდნილ პროექტს ადამიანებიც ხომ არ უნდა უნდა მივაყოლოთ? მოვუწოდებთ მერიას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და ხიდზე გადაკეტოს ყველა ის მონაკვეთი, სადაც მინის საფარია", – ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე.
თეთრი ხიდი 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ორ დღეში ხიდზე ლითონის ფილები დაზიანდა.
ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი ტენდერს განმეორებით გამოაცხადებს.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
