"როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად?" - პაატა ბურჭულაძე
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,დაუფიქრებლად აკეთებენ თუ სახალხოდ იმეტებენ? რომელ კანონიერებაზე გვესაუბრებიან? ფონდ "იავნანას" კუთვნილ ფართში უკვე 14 წელია უკანონოდ შეჭრილი ოჯახები ცხოვრობენ და ინვესტორების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კანონის ფარგლებში გამოგვესახლებინა ისინი, პროექტებს ვაჩერებთ, რომ უსახლკაროდ არ დარჩნენ გაჭირვებული ადამიანები. როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად? იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანდებოდეს ასეთი ოჯახების დასაცავად ამ გაგანია პანდემიის დროს ქუჩაში ყრიან და ასე ულოცავენ ახალ წელს? სამაგიეროდ, თბილისის ქუჩები საზეიმოდ იქნება განათებული", - წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
