დარჩით 2024-მდე პარლამენტს გარეთ და საერთოდ გაქრებით - ამირან სალუქვაძე
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ოპოზიციური პარტიებიდან "ბუნჩულა" თავმჯდომარეების ქუჩის მოიერიშეებით ჩანაცვლების ტენდენციაა?
რას იზამენ ფანჩატურის სხვა მინაწილეები?
თუმცა, მათ რა უნდა ქნან?! თავმჯდომარეებს ოჯახის წევრებით თუ ჩაანაცვლებენ, თორემ სადაა პარტიები?
თითოკაციანები იქნენ დაჯგუფდეთ და 2-2 ან 3-3-კაციანები გახდეთ?!
ორი წელია გიჩიჩინებთ და ნელ-ნელა მოდიხართ გონზე, თუმცა მაინც ეჭვი მეპარება. უფრო სხვა პროცესია. ვისაც ოდნავ მეტი აზროვნება გააჩნია, ჩამოშორდნენ ერთი პირის ხუშტურებზე ტინგიცს.
ევროპაში და აშშ-ში ხომ შეიცვალა სურათი. ადრე ოცნებას ვერ ცნობდნენ. ახლა პირიქითაა. დარჩით 2024-მდე პარლამენტს გარეთ და საერთოდ გაქრებით დასავლელი პოლიტიკოსების მეხსიერებიდან.
თქვენ თუ გგონიათ ჩვენი ოპოზიციის ირგვლივ ტრიალებს მსოფლიო პროცესები...
ჰო, ევროკავშირის ანგარიში საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით არ წაიკითხოთ, ან თუ მაინც გაბედავთ, ვალიდოლის თანხლებით.
მიდის თქვენი მატარებელი. მალე უკრაინელი ოლიგარქი ყირგიზელ ოლიგარქად იქცევა და იქნებ ისევ გადასხას ქართული დესანტი... ზოგიერთი მოქალაქეობასაც გამოჰკრავთ ხელს.
გირჩის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცით, მაგრამ გუშინ როგორ აღადავებდა ხვიჩია ყოფილ მთავარ ოპოზიციონერებს, სახალისო იყო.
ერთი იმედი დაგრჩათ, ტელევიზიას არ ვგულისხმობ, როგორმე ჩამოიქცეს ქვეყანა და ფოდნოსით მოგართვათ ხალხმა ძალაუფლება.
გაგიცრუვდებათ. იმიტომ კი არა, რომ თქვენი ჯიბრი მაქვს. არა, მინდა რომ გადავიტანოთ ეს მსოფლიო მასშტაბის უმძიმესი გამოწვევა და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. ამ მოსახდელს ზოგიერთი მოსახდელი ჭირიც თუ მიჰყვება, ე.ი. ღირდა წვალებად,"- წერს ის.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე