არსებულ ვაქცინებს პრობლემები აქვთ ახალ შტამებთან დაკავშირებით - ნანა გეგეჭკორი
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში, კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სკოლა არ გამოირჩევა მაღალი მაჩვენებლებით.
ამასთან, ექიმი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება, მით მეტია ვირუსის სახეცვლისა და ახალი შტამების წარმოქმნის შესაძლებლობა. გეგეჭკორი ასევე წერს, რომ უკვე არსებულ ვაქცინებს ახალ შტამებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
"კვლევების უმეტესობა აჩვენებს რომ სკოლა არ არის კოვიდ-19-ის პანდემიის მამომძრავებელი ძალა. ერთეული შემთხვევების გარდა არ გვაქვს მონაცემები სკოლების კლასტერებზე. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს კვლევები ძირითადად ევროპული და ამერიკული სკოლების ბაზაზეა ჩატარებული და აქ სასწავლო პროცესი პანდემიური წესებით იმართება.
რამდენად კარგად არის მომზადებული ქართული სკოლები სასწავლო პროცესისთვის პანდემიის პირობებში ამაზე ზუსტი ინფორმაცია სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის. გაითვალისწინეთ, თუ სკრინინგის, დისტანციის, ჰიგიენის, ნიღბის ტარების და ქცევის წესები ზედმიწევნით არ იქნება დაცული, ყოველთვის იარსებებს საშიშროება რომ ქართული სკოლა ვერ იყოს ისეთივე უსაფრთხო როგორიც განვითარებული ქვეყნების სასწავლო დაწესებულებები. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენც, მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. სახელმწიფოს ნების არ არსებობის შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, ოჯახები და გარემო ინფექციის გავრცელებისგან.
რაც მეტი ინფიცირებული გვეყოლება, მით უფრო ადვილი იქნება ვირუსისთვის სახეცვლილება და გაიზრდება ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა.
სამწუხაროდ, უკვე არსებულ ვაქცინებს პრობლემები აქვთ ახალ შტამებთან დაკავშირებით.
თუ ყველამ ერთად არ მოვინდომეთ და არ გამოვიჩინეთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კიდევ დიდხანს მოგვიწევს პანდემიურ რეალობაში ცხოვრება" - წერს გეგეჭკორი.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე