ბერა ქალებზე სექსუალურად ძალადობდა - სოციალური ქსელის მომხმარებელი
Facebook-ის მომხმარებელი ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამბობს, რომ გარდა გასაჯაროვებული მუქარისა და ზეწოლისა, ბერა ივანიშვილი ქალებზე სექსუალურადაც ძალადობდა.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ კაჭარავა წერს, რომ ბერა ქალებს აიძულებდა, მისი სექსუალური სურვილები დაეკმაყოფილებინათ. ფორმულა Facebook-ში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მარტივად მოვყვები, ისე რომ ბოდიშები არ მქონდეს მოსახდელი.
ამაზე ადრეც დავწერდი, თუმცა, როგორც ახლა, არც ადრე მქონდა ამის კონკრეტული სამხილები.
არ მოვყვები უბრალოდ დაშინებებზე, რაც ახლა გაჟღერდა, ამის ახლა ჩემი მეგობრებისგან მოყოლილი ისტორიებიდანაც მჯერა, მოვყვები იმ გოგოებზე, რომლებიც ბერას სექსუალური სურვილების იძულებითი დამკმაყოფილებლები აღმოჩნდნენ.
წლების წინ, მაშინ როცა ბიძინა-ბერაზე ავის თქმას ვერავინ გაბედავდა, რადიკალურად განსხვავებული საქმით, საცხოვრებელი ქალაქით, ასაკით და ინტერესებით, გოგოების ისტორიები მოვისმინე.
მათ ან მათ ახლობელ ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ, ბერას "რჩეულები" იყვნენ.
ზოგი სადღაც ქუჩიდან "ააფრინეს", ზოგი ბარიდან, ზოგი კლუბიდან და ასე უკითხავად, ასე უხმოდ და უსამართლოდ მიჰგვარეს მაგ პერიოდში ახლად გამოჩეკილ უფლისწულს.
არასდროს ვყვები ისეთ რამეს, რაშიც ეჭვი მეპარება, არც იმას ვყვები, რაც შორიდან მოვიდა ჩემმამდე.
შეიძლება ჩემი ეს ზიზღის შეგრძნება, წლების შემდეგ, სწორედ ამ ისტორიებმა გამოიწვია.
თუმცა, კარგად მახსოვს აღწერები, რომ გოგოებს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდათ, როგორ აშინებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ, როგორ ძალადობდნენ და ამ ისტორიებში არც ადრე და მითუმეტეს არც ახლა, ეჭვი არ მეპარება.
კონკრეტულად არ აღვწერ, როგორ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის კეთება საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი ავადმყოფობაა და ეს ფაქტია.
ადრეც მინდოდა და ახლაც მინდა ამ გოგოებს ეს ყველაფერი თავად მოეყოლათ, თუმცა ვხვდები, როგორი რთული იყო მაშინ და როგორ ასმაგად რთულია წლების შემდეგაც.
სხვანაირ საქართველოში გაღვიძება იქნებოდა ნეტარება, მერე კიდევ ექნებოდა რამისთვის ბრძოლას აზრი", - წერს მომხმარებელი.
6 მარტს ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"