სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკურ ოპონენტებზე "ნადირობისთვის" არ უნდა გამოიყენებოდეს - გიორგი მშვენიერაძე
ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მეგობრებო,
მედიაციის ჩაშლის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე რომ ანაწილებთ, თანაც თანაბრად, კითხვა მაქვს. მედიაცია თვითმიზანი იყო თუ საშუალება შედეგისთვის, კრიზისი რომ დასრულებულიყო და მშვიდად ცხოვრება გაგვეგრძელებინა?
და როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ჩამპალ სასამართლო სისტემას რამე მცირედით თუ გააუმჯობესებს, ეს დათმობად უნდა მივიჩნიოთ და სამადლობელ საქმედ? ამით უნდა ვაჭრობდეს ხელისუფლება დღეს? ამას მედიაცია უნდა სჭირდებოდეს?
ან პოლიტპატიმრები რომ არ უნდა ჰყავდეს ხელისუფლებას, და მათით, როგორც მძევლებით, რომ არ უნდა ვაჭრობდეს, ეს საკამათო საკითხია? ეს მედიაციით უნდა თანხმდებოდეს?
ის, რომ სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკურ ოპონენტებზე "ნადირობისთვის" არ უნდა გამოიყენებოდეს, ამას კამათი სჭირდება? ამასაც მედიაციით უნდა ვათანხმებდეთ?
ის, რომ ძალიან ცუდად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და მინიმუმ ამომრჩევლის ნახევრის მიერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელისუფლების ლეგიტიმურობა, ამას ვერ ამჩნევთ? მედიატორი გვჭირდება ამის დასანახად?
ოპოზიციაში შესაძლოა ბევრს არ ვეთანხმებოდე, ბევრთან პრეტენზიებიც მქონდეს წარსულსა თუ აწმყოზე, მათი ბევრი გადაწყვეტილებაც არ მომწონდეს, მაგრამ დღეს, ამ ავტორიტარიზმში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, სადაც კორუფცია ყვავის და სადაც ეკონომიკა ჩამოქცეულია, სადაც ადამიანები მზარდად კარგავენ მომავლის იმედს, ხსენებულ საკითხებზე მედიაციის უშედეგოდ დასრულების გამო ოპოზიციას ბრალი დავდო, რბილად რომ ვთქვა, უნამუსობაა,"- წერს ის.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი