,,თან რომ ეგონათ, რომ ეგზიტპოლს გავაყალბებდი ან საერთოდ არ გამოვაცხადებდი''-ნიკა გვარამია
,,რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
,,არა, თან რომ ეგონათ, რომ ეგზიტპოლს გავაყალბებდი ან საერთოდ არ გამოვაცხადებდი?!
იმენა დიაგნოზია ქოცობა. ამას რომ დაუშვებ და ანუ ამის გამკეთებელი ხარ, ხელისუფლებაში რაღას იზამ, ხომ წარმოგიდგენიათ?
ოე, შარლატანებო, რუსთავი 2ია ეს, თქვენი ჯიბის იმედი კი არა, რო აწერინებთ საოცარ ციფრებს ან საერთოდ რომ აღარ აცხადებინებთ ეგზიტპოლის შედეგებს. რუსთავი 2ია და ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თქვენ, თქვენი ხელისულფება, თქვენი არჩევნები თავის პრეზიდენტიანად, ან ნებისმიერი პარტია და მისი ინტერესები. რუსთავი 2ია, რომელზეც დგას დღეს ქართული დემოკრატია (თუკი რამე დარჩა მისგან) და აზრთა პლურალიზმი საქართველოში. და თუკი რამეა დასავლური და მაღალი ხარისხის ამ ქვეყანაში, სწორედ ეგ რუსთავი 2ია''-წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
