ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივით, ოპოზიცია არაფერს გვთავაზობს - ამირან სალუქვაძე
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"გიორგი გახარიას რეპლიკასთან დაკავშირებით, მოკლედ.
როცა პრემიერის პოსტიდან გადადგა, არ მომეწონა. მიზეზიც დავწერე. მის პოლიტიკაში დარჩენას მივესალმები.
აქ შეიძლებოდა წერტილის დასმაც, თუმცა ავხსნი, ორიოდე სიტყვით.
ბევრჯერ მაქვს დაწერილი, რომ რაც ჩვენს პოლიტიკაში ხდება, სახელმწიფოს, მის განვითარებას საფრთხეს უქმნის.
ასევე ძალიან ბევრჯერ მაქვს დაწერილი, რომ ჯანსაღი ოპოზიცია საზოგადოებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმატებული ან წარუმატებელი ხელისუფლება.
ჯანსაღი ოპოზიცია ხელისუფლებას ტონუსში ამყოფებს, მარგინალური კი ფუფუნებაში.
ერთმა მეგობარმა აქ, კომენტარში, მკითხა, რას ნიშნავს ოპოზიცია. ალბათ იცოდა. არ ვიცი რატომ მკითხა.
რა თქმა უნდა, ოპოზიცია წინააღმდეგობაა, საპირისპირო პოზიციაა, ბრძოლაა და ა.შ.
ჩვენს ოპოზიციასთან ორ რამეში ვერ ვთანხმდებით: 1. წარსულის გააზრებაში; 2. ბრძოლის მეთოდებში.
ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივით. ოპოზიცია არაფერს გვთავაზობს. გვეუბნება ყველაფერი დანგრეულია, ჩვენ მოვალთ, ავაშენებთ. არ მინდა დანგრეულიდან აშენება. კარგად ვხედავთ სადაც ვართ. ჰოდა, ამ დონეს რას დააშენებთ, ამ მდგომარეობიდან ხელისუფლებაზე უკეთ რას გააკეთებთ, იმაზე უნდა იყოს მსჯელობა.
თუმცა, სანამ ეს ოპოზიცია წარსულის პოზიციაზე, დანაშაულები არ გაუაზრებია, მათი პროგრამები, რომლებიც ისედაც არ გააჩნიათ, საინტერესო არაა.
ამ რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჯანსაღი აქტორების შემოსვლა.
სამი წლის წინ ვთქვი და მას მერე ვამბობ, რომ ახალი ძალებია საჭირო.
საუბრობენ მესამე ძალაზე, მესამე ცენტრზე, პოლუსზე...
კატეგორიულად არ ვეთანხმები.
მეორე ძალა აღარ არსებობს.
სახელმწიფოს, საზოგადოების სწრაფად განვითარებას სჭირდება ისეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტოკოსები, ორგანიზაციები, ექსპერტები, რომლებიც უკეთეს სტრატეგიებზე, უკეთეს პროგრამებზე შეჯიბრს შემოგვთავაზებენ და არა იაფფასიან ძიძგილაობას, ნეგატივს, დაძაბულობებს, მუქარებს...
შესაბამისად, რეალობა მოითხოვს პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს, აუცილებლად ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, სერიოზული აქტორ(ებ)ი.
ვინ იქნება პირველი, მეორე ან მესამე, არჩევნები დაალაგებს.
ამიტომ მივესალმები გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ მინიშნებას. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. საზოგადოებაში, ახალ ძალებთან დაკავშირებით, მოლოდინი არსებობს. ამას გარდა, 2024-ში, როცა სრულად პროპორციული სისტემა იქნება, მოსალოდნელია კოალიციის შექმნის აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში,"- წერს ის.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"