November 23, 2024

რას გააკეთებდა ჭკვიანი და  მოაზროვნე ოპოზიცია? - სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ოპოზიციას აქვს პრეტენზია, რომ ის სახელმწიფოებრივად მოქმედებს.  “ოცნებას” უკიჟინებს იმას, რომ ის ანტისახელმწიფოებრივია და არ მოდის შეთანხმებაზე, რითიც რუსულ თამაშს თამაშობს. ქვეყანა და ხალხი მიჰყავს კონფრონტაციისკენ, დესტრუქციისკენ და საბოლოო განადგურებისკენ. არის რუსეთუმე, რუბლებზე გაყიდული და უნიათ. 

რას გააკეთებდა ჭკვიანი და  მოაზროვნე ოპოზიცია?

ჩემი აზრით შემდეგს:

გადაუხდიდა ნიკა მელიას გირაოს.

შევიდოდა პარლამენტში 50 დაგეშილი და გამოცდილი სპიკერით.( შიგნით რას უზამდა ნორჩ ყლორტებს?)

ოცნებას დაიყოლიებდა სასამართლო რეფორმაზე და ცესკოს რეორგანიზაცია - რესტრუქტურიზაციაზე. (მედიატორების ჩართულობით)

რურუა, როგორც კრიმინალი დარჩებოდა ციხეში. 

ოცნებას წამოიყვანდნენ პირობაზე, რომ შემოდგომით არჩევნებზე  40 % - 1% ის მიღების შემთხვევაში დაანიშნინებდა 2022 წელში ახალ არჩევნებს.

ევროკავშირი და აშშ კმაყოფილი იქნებოდა. რაც გადაიზრდებოდა მათი მხრიდან კონკრეტული დახმარების ახალი პაკეტის შემუშავებაში. პოლიტიკური კრიზისი დამთავრდებოდა. 

“უნიათო ოცნება” დარჩებოდა მარტოდმარტო პასუხისმგებელი მიმდინარე ეკონომიკური  კრიზისის მოგვარებაზე და პანდემიის დაძლევაზე. პირისპირ ყველა პრობლემასთან. ხალხის მზარდი უკმაყოფილების და მოსალოდნელი რისხვის ფონზე, ოპოზიცია ამ დროს ნოლი პასუხისმგებლობით გააგრძელებდა საპარალამენტო ტრიბუნიდან ცივილიზირებულ ბრძოლას და მთავრობის დასუსტებას. არჩევნებიც თავისით მოვიდოდა. 

“ოცნება” ოპოზიციას ეძახის კრიმინალურ, ტერორისტულ და დესტრუქციულ ორგანიზაციას. არადა არ მოქმედებს ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციის წინააღმდეგ შესაბამისად და სამართლებრივად( კი არადა გავსებულია ოცნების რიგები ნაცზონდერებით)

მოიხსენიებს ანტისახელმწიფოებრივ და მოლაპარაკების ჩამშლელ

რუსულ ძალად.

რას გააკეთებდა ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი მთავრობა? 

მელიას, თუ გადაიხდიდა გამოუშვებდა( თუ არა დატოვებდა) რურუას ბუნებრივია დატოვებდა ციხეში.

დანიშნავდა უსწრაფესად ახალ არჩევნებს.

პარალელურად იმუშავებდა ცეესკოს და სასამართლოს რეფორმაზე.( რაც სწრაფად ვერ მოხდებოდა) 

მისცემდა ახალ პარტიებს შექმნის და არჩევნებში მინიმალური წარმატების მიღწევის საშუალებას. არჩევნების შემდეგ ახალი კოალიციით, რომელიც გარდაუვლად შეიქმნებოდა, შეუდგებოდა კრიზისიდან გამოსვლის გეგმის განხორციელებას. ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. 

ამით მოიგებდა დასავლეთის გულს, მოიხსნიდა რეჟიმის და ერთპარტიული პარლამენტის კლიშეს. აირიდებდა ხალხის რისხვას და გარდაუვალ მარცხს.

გაიხსენეთ კავკასიური ცარცის წრე. გრუშემ რა მიზნით დათმო შვილი!" - წერს ია.

წაკითხვა 560 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.