November 23, 2024

პოლიტკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს - გია ხუხაშვილი

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა კრიზისიდან, არამედ ჩიხიდან გამოსვლაზე. ამისათვის საჭიროა კრიზისის რაღაც ფორმით კუპირება და მისი საპარლამენტო ფორმატში გადატანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეფორმებს გატარება, რაც სისტემურ გადატვირთვას გულისხმობს. პოლიტოლოგის აზრით, ეს უნდა გაკეთდეს ახალი ხელისუფლების შემთხვევაში პირველივე წელს, მერე უკვე ხელისუფლება ძალაუფლების მძევალი ხდება.

 

“იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი.


რეალობა კი ასეთია:

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა კრიზისიდან, არამედ ჩიხიდან გამოსვლაზე. ამისათვის საჭიროა კრიზისის რაღაც ფორმით კუპირება და მისი საპარლამენტო ფორმატში გადატანა.


აგრეთვე ილუზიაა რაიმე ტიპის რეალური შეთანხმების მიღწევა მართლმსაჯულების, საარჩევნო კანონმდებლობის, ძალოვანი სისტემის ან ნებისმიერი სხვა სისტემური პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით.


წარმოიდგინეთ ხელისუფლება, რომელმაც ამხილა “მკვლელობის დამკვეთი”, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ “ქილერთან”(სისტემასთან). ეს კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია.


ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე – პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია “ქილერთან” კონტრაქტის გაწყვეტა, რადგან პასუხი მოგეთხოვება.


ამ ტიპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ანუ სისტემური გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში. მერე უკვე მძევალი ხარ.


ასე რომ, რაც დღეს შეიძლება დაიწეროს, მისი განხორციელება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების პირობებში იქნება შესაძლებელი. ეს უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა ჩვენ მაინც უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არა თავის მოტყუების ხარჯზე, რადგან ეს ჭირდება ქართულ სახელმწიფოს…” – წერს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 497 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.