" ეს ძალა აუცილებლად ნახავს გამოსავალს" – ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი - ცოტნე გამსახურდია, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,მინიმუმ 800 ათასი ადამიანი არის მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი ამ ქვეყანაში. ესეც, თუ არ ჩავთვლით 48 ათასამდე გაბათილებულ ბიულეტენს, და მოქრთამვით, დაშინებით და დაყოლიებით ქოცების მიღებულ ხმებს, რომლებიც შეიძლება თავისუფალ გარემოში სხვანაირად გადანაწილებულიყო.
ჰოდა, ეს 800 000 ადამიანი ქვეყნის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ განზომილებაში ა რ ა ნ ა ი რ ა დ არ არის წარმოდგენილი. აქ ხიხოსია პარლამენტიც, პრეზიდენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, გამგეობაც, საკრებულოც და ვაგზლის ტუალეტიც!
რას ნიშნავს ეს? რომ ეს ძალა აუცილებლად ნახავს გამოსავალს. და თუ არ აძლევენ პოლიტიკური ტრანსფრმაციის საშუალებას, ტრანსფორმაცია იქნება არაპოლიტიკური. მე მითქვამს და თქვენ ელოდეთ...''-წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს
- 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
