ნინოწმინდაში რაც ხდება მხოლოდ აისბერგის წვერია - ზურა ჯაფარიძე
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მთავარი პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც ილია მეორეს ხელში სრულად დახურულ, პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტს წარმოადგენს.
ჯაფარიძე წერს, რომ ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს და კონკორდატი გაუქმდეს.
"ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.
კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.
დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით", - წერს ზურა ჯაფარიძე.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა