"ეს ბავშვები არ უნდა გახდნენ საპატრიარქოს თუ მათი მოწინააღმდეგების ურთიერთბრძოლის საჯილდაო ქვები"
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს ავრცელებს:
"ასეთ დროს, სიმართლეც და ტყუილიც, ფაქტიც და ინტერპრეტაციაც, პრეცენდენტობაც და სისტემურობაც თანაბარი ალბათობით შეიძლება იყოს აზელილი და არეული.
თუ სიტუაცია საფრთხილო ან საგანგაშოა, სასწრაფოდ უნდა იყოს მოგვარებული. თუ სიტუაცია მართლზომიერია, სასწრაფოდ უნდა იყოს დარწმუნებული საზოგადოება, რომ აღსაზრდელებს ეს დაღად და სტიგმად არ ექცეთ სამომავლოდ, მით უმეტეს რომ იქაური აღსაზრდელევი ისედაც რთული ცხოვრების მემკვიდრეები არიან.
გამოსავალი არის ერთადერთი - ღიაობა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა. უნდა შევიდნენ შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტები, და ეს ბავშვები არ უნდა გახდეს საპატრიარქოს თუ მათი მოწინააღმდეგების ურთიერთბრძოლის საჯილდაო ქვები.
ამჟამად, ღიაობა ერთადერთი გადაწყვეტაა,"- წერს ის.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
