"თანხა მორიდებით გამომართვა და წერილი შემაჩეჩა" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ექიმი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტაქსიში თავსგადამხდარ ამბავზე წერს.

 

"დილის 5 საათი იქნებოდა, როდესაც გრაფიკს დავხედე და ორშაბათის განრიგის წაკითხვაზე გული შემიღონდა

 

ნაჩქარევად წამოვხტი და მომდევნო 8 საათში: ონკოლოგიის მასალებს გადავხედე, ბიოქიმია გადავიკითხე, რუსთავი 2-ში მივედი დილის გადაცემის ჩასაწერად, იქიდან რუსთაველზე დავრუნდი, დილის ლექცია წავიკითხე, ორ ჯგუფშიც ავხსენი მომდევნო თემები და უკვე 1-ლი იქნებოდა საათი, რომ რადიოში წასავლელად მოვემზადე.

 

ტაქსი მოვიდა…

 

სწრაფად მივესალმე, დავჯექი და სანამ რადიოში მივიდოდი, იმ 20 წუთში თვალის გადავლება გადავწყვიტე სიახლეებზე…

 

ისე გამწარებული ვკითხულობდი, რომ მძღოლისთვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია…

 

პერიფერიული მზერით ვამჩნევდი, რომ ეს კაცი დროდადრო მიყურებდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მე იმდენად ვიყავი გადაცემისთვის ორიენტირებული, რომ თვალით კონტაქტს არ ვიჭერდი…

 

ეს კაცი შუქნიშნებზე აჩერებდა… რაღაცებს დაწერდა და ისევ აგრძელებდა გზას.

 

როცა ადგილზე მიმიყვანა, ფული არ გამომართვა… მე შენ გიცნობ, თანხას ვერ ავიღებო… მე ეს ისე მეუხერხულა, ჭიდაობა დავიწყე, რას ჰქვია, არ მართმევ-მეთქი, რომ ვერაფერს გახდა, მორიდებით გამომართვა და წერილი შემაჩეჩა.

 

უბრალო ფურცელზე ეწერა, რომ ავადმყოფი ჰყავდათ, ძალიან უჭირდათ, ექიმთან მისვლის ფულიც არ ჰქონდათ , მაგრამ სადღაც დეკემბერში დაურეკავთ… რამდენიმე რჩევა მიმიცია, დამიიმედებია ბრძოლისთვის და საჭირო რჩევების შემდეგ ფეხზე დამდგარა… ამ წერილით კი სიკეთის გადახდა სურდა…

 

არ ვიცი… ეს მაგალითი რა მოსატანია, მაგრამ არც ერთი ტაქსის მძღოლს ჩემთვის თანხა არ გამოურთმევია ბოლო 6 თვეა… დღესაც კი სამი მძღოლიდან სამივემ უფასოდ მიგიყვანეთო… ყველგან ჭიდაობა მიწევდა, რომ ეს უხერხულობა თავიდან ამერიდებინა…

 

ამ ამბით ისევ და ისევ იმის თქმა მინდა, რომ სიკეთე ეს არის მზიანი დღე მაშინაც კი, როცა ამინდი ცუდია არ აქვს მნიშვნელობა რა დრო გავიდა, ის ახსოვთ და დაგიფასებენ", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 698 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.