"შეიძლება ადგილზე მოკვდე" - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბავშვთა სახლების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ირინა სარიშვილი წერს, ასეთი სახლები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. 

 

"პირველად ბავშვთა სახლებზე რაც წავიკითხე და შემძრა იყო არ მახსოვს ვისი წერილი: იქ ბავშვები ჩუმად ტირიან ან არ ტირიანო.

ბევრი წლის წინ ვნახე და დავრწმუნდი: სულ პატარებში მართლა ასეა.

რატომ არ ტირიან, არ ჭირვეულობენ იცით? გრძნობენ რომ არ ყავთ უპირობო მყვარებელი, ის ვისაც ისინი საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია, ამიტომ არ გაუვათ ჭირვეულობა და ხმამაღლა ტირილი.

უფრო დიდებში, სადაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, შეხვალ და ყველა უკან მოგსდევს და დედას გეძახის და შეიძლება ადგილზე მოკვდე.

გარდატეხის ასაკამდე ამ ბავშვების დამორჩილებას არაფერი არ უნდა – მათ სხვა გზა არა აქვთ და გემორჩილებიან და შენზეა დამოკიდებული, აღმზრდელი ხარ, მნახველი თუ ვინც არ უნდა იყო, გამოიყენებ ამას თუ პირიქით – ყველაფერს გააკეთებ იმისათვის რომ ბავშვი გალაღდეს, არ იყოს მორჩილი, იტიროს, იცელქოს, დააშავოს და დარწმუნებული იყოს რომ ის ნებისმიერი ეყვარებათ სიცოცხლეზე მეტად. 

 

ამის გაკეთება ბავშვთა სახლში შეუძლებელია – ბავშვთა სახლში საუკეთესო შემთხვევაში ბავშვებს კარგად კვებავენ, ეთამაშებიან, ხანდახან კოცნიან და მერე საკუთარ ოჯახებში მიდიან შვილებთან ჩასახუტებლად.

ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც კი, არათუ ისეთი, სადაც ბავშვებს აწამებენ, სჯიან, მონებივით ექცევიან, ბოროტებაა და ეს ვისაც არ ესმის, ისიც ბოროტია.

 

ვინც ბოლომდე ვერ ხვდებით, რა დავწერე, თუნდაც შვილად აყვანის რიგში იდგეთ, სანამ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის და სხვა მონაცემების ბავშვი გამოჩნდება, უბრალოდ მიდით ერთხელ მაინც ბავშვთა სახლში, ჩახედეთ თვალებში პატარას, რომელიც ან ფიზიკური, ან სხვა ნაკლის გამო სრულიად მარტო აღმოჩნდა ამ დაუნდობელ სამყაროში, ჩახედეთ თვალებში და მიხვდებით რომ მთავარი ის კი არაა, თქვენ რომ გინდათ შვილი, მთავარი ისაა რომ ბავშვს უნდა დედა და გელოდებათ...ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც ბოროტებაა და ასეთი სახლები აღარ უნდა არსებობდეს...", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 570 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.