"თუ ვნება არ გაქვს, მაშინ მკვდარი ხარ" - მამა პეტრე
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დეკანოზი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვნების შესახებ წერს:
"ყველა პრობლემა და ამდენი განსაცდელი უმეტესად გაუნათლებლობის, უწიგნურობის, არასულიერი მდგომარეობის ბრალია.
ზოგს ძალიან აშინებს სიტყვა "ვნება…"
როგორ თუ სასულიერო პირის ვნება აქვს და პოეზიაში ვნება იგრძნობაო…
კეთილო, ღირსეულო ადამიანებო - სანამ სხეულში ვართ, სანამ ვსუნთქავთ და დედამიწაზე დავაბიჯებთ, ვნებისგან არავინ არის დაცლილი…
ვნებებთან ბრძოლით არის სავსე წმინდა მამათა გამოცდილება, ის ხატები, ფრესკები და გამოსახულებები ტაძრის კედლებზე, რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებით…
თუ ვნება არ გაქვს, მაშინ მკვდარი ხარ…
არ არის საშიში, როცა ვნებას გრძნობ, საშიში ვნების აყოლა და ვნებით ტკბობაა…
ვნება მხოლოდ სექსუალური ლტოლვა არ არის…
ვნებაა ზედმეტი საკვების მიღება, ალკოჰოლოთ თრობა, რაღაც ნივთზე თუ საგანზე მიჯაჭვულობა…
ზოგი ამ ვნებას ევრძვის, ზოგს სიამოვნებს, ზოგიც სწორად მართავს და ხელოვნებაში, მუსიკასა თუ პოეზიაში აქსოვს…
არ იქნებოდა კაცობრიობის ისტორია ასეთი ლამაზი, რომ არ ყოფილიყო მიქელანჯელო, ლეონარდო, ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი…
სწორედ რომ ვნების სწორმა მართვა შექმნა ეს გენიალური შემოქმედება…
არ დაიჯეროთ, ვინც გეტყვით, რომ ვნება არ გააჩნია, ის ან ცრუობს, ან მკვდარია…
არც იმის შეგეშინდეთ, ვინც აღიარებს, რომ ვნებები აქვს… ასეთი ადამიანი დასაფასებელია, სამაგალითოა, რადგან გულწრფელია და მის მდგომარეობას არ მალავს… მითუმეტეს მაშინ, როცა მთელი ცხოვრება მასთან ბრძოლაშია და ამ ბრძოლით ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება…
ისე, არ იქნებოდა საინტერესო ცხოვრება ვნების გარეშე, რადგან მასთან წინააღმდეგობით ფოლადივით იწრთობა ადამიანის სული და მერე იწყება გაცისკროვნება!..", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
